SpaceX-მა კოსმოსური ფრენების დაჯავშების მიღება დაიწყო. ხელმისაწვდომია ოთხი მიმართულება – დედამიწის ორბიტა, საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS), მარსი, მთვარე.
ყველა ფრენის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ რამდენიმეს შესახებ ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია. პირველი – დედამიწის ორბიტაზე – დაგეგმილია 2024 წლის ბოლომდე, ISS-მდე – 2025 წელს.
დამატებითი ინფორმაცია ფრენებისთვის ადგილების დაჯავშნის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ Space X-ის ვებგვერდზე.