Sony-ს ჭკვიანი რობოტი ძაღლი მსოფლიოს დასაპყრობად ემზადება. ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში Sony-მ ინტელექტუალური რობოტი Aibo წარმოადგინა, რომელსაც ძაღლის იერსახე აქვს. ძაღლი საკმაოდ წარმატებულად იყიდებოდა იაპონიაში, ხოლო ამიერიდან ის მთელი მსოფლიოსთვის იქნება ხელმისაწვდომი.
რობოტი ძაღლი 4000 დეტალისგანაა აწყობილი და მას გულის ნაცვლად Wi-Fi-ს, LTE-ს, და სხვა გადამცემები აქვს ჩამონტაჟებული. Aibo დამუხტულ მდგომარეობაში 2 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს, ხოლო თავად მის დამუხტვას 3 საათი სჭირდება.
იაპონიაში Aibo-ს ფასი 1740 დოლარია, ხოლო მსოფლიო ბაზარზე მისი ღირებულება 2899 დოლარი იქნება და მისი რეალიზაცია სექტემბრიდან დაიწყება.