Wizz Air-მა უკრაინაში შესაძლოა შიდა რეისების განხორციელება დაიწყოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კიევში Wizz Air-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა სტივენ ჯონსმა გააჟღერა.

როგორც ჯონსმა აღნიშნა, შიდა რეისებზე მოთხოვნა არსებობს და ამ საკითხს ავიაკომპანია საერთაშორისო რეისებთან ერთად განიხილავს.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელს შიდა რეისების სავარაუდო მიმართულებები არ დაუკონკრეტებია.