უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია SkyUp-მა საკუთარი ავიაპარკი მეხუთე თვითმფრინავით შეავსო. „ლოუკოსტერმა“ სულ ეხლახანს  Boeing 737-800 NG დაიმატა, რომელიც 2013 წელსაა გამოშვებული. ლაინერმა აშშ-დან უკრაინის მიმართულებით რეისი უკვე განახორციელა.

თვითმფრინავის სარეგისტრაციო ნომერია: UR-SQF. თვითმფრინავი ამ დროისათვის კიევის აეროპორტშია და ჯერჯერობით SkyUp-ის ფერებით დაბრენდილი არ არის. 25 დეკემბერს კი ლაინერი, SkyUp-ის პირველ რეისს განახორციელებს და მგზავრებს კიევიდან ეგვიპტის მიმართულებით გადაიყვანს.

SkyUp-მდე ლაინერს ექსპლუატაციას Malaysia Airlines-ი უწევდა.