Georgian Airways-მა ​საშობაო გათამაშება დაიწყო. 23 დეკემბრიდან 6 იანვრამდე Georgian Airways-ის შეძენილი ყველა ავიაბილეთი მომგებიანია. მაშ ასე, თამაშდება 10 ავიაბილეთი ევროპის 10 ქვეყანაში 10 იღბლიანი მგზავრისთვის.

გარდა 1 ავიაბილეთისა, თითოეული გამარჯვებული მიიღებს 2 ავიაბილეთს 50%-იანი ფასდაკლებით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება მოგებული ავიაბილეთის გამოყენების დროს.

მოგებული ავიაბილეთის გამოყენება შესაძლებელია შემდეგ მიმართულებებზე 2019 წლის განმავლობაში: პარიზი, ამსტერდამი, ბერლინი, ბარსელონა, პრაღა, ვენა, კიოლნი, ბოლონია, ლონდონი, ბრიუსელი.

გათამაშების პირობები კი ასეთია: ყოველ შეძენილ ავიაბილეთზე, მგზავრი მიიღებს გათამაშების 1 ბილეთს. გათამაშების ბილეთის მისაღებად, მგზავრებმა უნდა წარადგინონ შეძენილი ავიაბილეთები რუსთაველის 12-ში მდებარე ავიაკომპანიის ავიაბილეთების სალაროში, ან აეროპორტის ავიაბილეთების სალაროში 23 დეკემბრიდან 6 ნოემბრამდე, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე
თავად გათამაშება კი შედგება 7 იანვარს 16:00 საათზე, Georgian Airways-ის Facebook გვერდზე.