უკრაინული “ლოუკოსტერი” SkyUp-ი კიევი-თბილისის რეისებზე ბილეთების გაყიდვას იწყებს. ამ დროისათვის ავიაკომპანიის ვებ გვერდზე ხელმისაწვდომია ავიაბილეთები კიევიდან თბილისის, სოფიას, პოპრადისა და ბარსელონას მიმართულებით, სადაც ავიაკომპანია ოპერირებას დეკემბრიდან დაიწყებს.
მინიმალური ფასი კიევი-თბილისის (ერთი გზა) ავიაბილეთზე 1508 გრივნადანაა, კიევი-სოფიას (ერთი გზა) ავიაბილეთის ფასი 1508 გრივნადან, კიევი-პოპრადის ავიაბილეთი – 987 გრივნადან, ხოლო კიევი-ბარსელონას ავიაბილეთის ფასი 1508 გრივნადან.
აღსანიშნავია, რომ SkyUp მგზავრებს ეკონომ კლასზე სამი სახის ტარიფის ბილეთს სთავაზობს, ესენია Basic-ი, Standard-ი და Flex-ი.
სატარიფო სქემა Basic-ი მოიცავს მხოლოდ 7 კგ ხელბარგს და არ ხდება ავიაბილეთის დაბრუნება, ან გადაცვლა.
Standard-ი აერთიანებს 7 კგ ხელბარგსა და 23 კგ ჩასაბარებელ ბარგს. ბილეთის გადაცვლა ხდება ჯარიმის გადახდის საფუძველზე.
რაც შეეხება სატარიფო სქემა Flex-ს, ის მოიცავს Standard-ის ყველა პირობას, პლუს ბილეთის დაბრუნება ჯარიმის სანაცვლოდ.
ავიაკომპანია SkyUp-ი საქართველოს ავიაბაზარზე მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონიდან უკვე ოპერირებს. ავიაკომპანიამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით რამდენიმე ჩარტერული რეისი განახორციელა.
შეგახსენებთ, რომ SkyUp-მა TCO პროცედურა (Third Country Operator Licence) გაიარა და ევროპის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მიიღო.
აღნიშნული სერტიფიკატი ავიაკომპანიას EASA-ს წევრი, ევროპის 28 ქვეყნის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლებას აძლევს. ავიაკომპანიას ასევე საშუალება ეძლევა ოპერირება განახორციელოს შვეიცარიის, ნორვეგიის, ესპანეთისა და ლიხტერშტეინის ავიაბაზრებზე.