SkyUp-ი თვითმფრინავს, რომელიც საფეხბურთო კლუბ „შახტიორის“ ლოგოტიპით იქნება დაბრენდილი რეგულარულ რეისებზეც დააყენებს. როგორც ირკვევა, საფეხბურთო კლუბის გადაადგილებაზე ამიერიდან SkyUp-ის კუთვნილი Boeing 737-700 იზრუნებს, რომელიც 149 მგზავრზეა გათვლილი. თავად ლაინერს ავიაკომპანია ივლისის პირველ დეკადაში მიიღებს. თვითმფრინავი თავისუფალ დროს მთლიანად რეგულარული რეისების შესრულებით იქნება დაკავებული. თავად რეგულარული რეისების შესრულებას კი კომპანია რამდენიმე კვირაში დაიწყებს.
SkyUp-ის გენერალური დირექტორი ევგენი ხაინაცკი განმარტავს, ბორტი Boeing 737-700 „შახტიორის“ მიერ იქნება დაფრახტული. თუმცა თუ კი კონკრეტულ პერიოდში თვითმფრინავი რეისში იქნება, მაშინ ის SkyUp-ის სხვა ბორტს, თუნდაც Airbus-ს გამოიყენებს.