ახალი უკრაინული „ლოუკოსტერი“ SkyUp-ი მალე კიევი-ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს. როგორც ავიაკომპანია SkyUp-ის მფლობელი იური ალბა აცხადებს, უახლოეს ხანებში კომპანია ბათუმის, ლარნაკასა და ბარსელონას მიმართულებებზე ავიაბილეთების რეალიზაციას დაიწყებს. ასევე ავიაკომპანია დაიწყებს შიდა რეისების განხორციელებასაც და კიევი-ოდესასა და ხარკოვი-ოდესას მიმართულებებზე განახორციელებს ოპერირებას.

ყველა ამ მიმართულებებზე ფრენების განხორციელების ნებართვა SkyUp-მა უკრაინის საავიაციო ხელისუფლებისგან 30 მაისის სხდომაზე მიიღო.

როგორც ავიაკომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, აღნიშნულ მიმართულებებზე ავიაბილეთის ფასის ფორმირება მოხდება „ლოუკოსტერ“ მოდელით. ერთი გზის მინიმალური ტარიფი 499 გრივნადან იქნება.