ლოუ-კოსტერიSkyUp-ი მის ავიაპარკში არსებულ 4 ერთეულ Boeing 737-800-ში სავარძლებს განაახლებს და არსებულს ახალი, უფრო მსუბუქით შეცვლის.

ამ დროისათვის ახალი სავარძლები უკვე დამონტაჟებულია ოთხიდან ერთ Boeing 737-800-ში. განახლების პროცესს ავიაკომპანია მარტის ბოლოსთვის დაასრულებს.

SkyUp-ის ბორტებში სავარძლების განახლების პროცესს კომპანია Acro აწარმოებს. ავიაკომპანიამ ასევე დაიწყო ბორტების კორპორატიულ ფერებში გადაღებვა, ამ დროისათვის თვითმფრინავების ნაწალი კორპორატიული შეფერილობის არ იყო.

ამ დროისათვის SkyUp-ის ავიაპარკი ოთხ  Boeing 737-800-სა და ერთ Boeing 737-700-ს აერთიანებს.