უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა FlyUIA-მ ფასიან მენიუში ძლიერი ალკოჰოლი დაამატა.

ამიერიდან FlyUIA-ს მგზავრებს შესაძლებლობა მიეცემათ თეთრი ან წითელი ღვინო, ლვოვში ჩამოსხმული არაყი Nemiroff-ი და Absolut-ი, ასევე ვისკი დააგემოვნონ.

ბორტზე ღვინო 200 მლ-იან ბოთლებით იყიდება და მისი ღირებულება 5-6 ევროა.

რაც შეეხება არაყსა და ვისკს, ის 50-დან 100 მლ-მდე ბოთლებით იყიდება და მისი ფასი 4-5 ევროა.

იმავდროულად, FlyUIA-მ განაახლა ჩიაბატას რეცეპტი და ასევე დაამატა ახალი სენდვიჩი, რომელიც 4 ევროა.

ასევე მენიუში დაემატა ცხელი კერძები, ისეთი როგორიცაა ბოლონეზე, ლაზანია და ცხელი სუპი, რომელთა ფასიც 8 ევროა.