რუსული „ლოუკოსტერი“ Pobeda Airlines-ი 6 ივნისიდან პერმი-ბათუმი-პერმის მიმართულებაზე რეგულარულ ავიარეისებს იწყებს. ავიაკომპანია პერმიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით იფრენს, ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.

პერმის აეროპორტთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, Pobeda Airlines-ი აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას 28 სექტემბრამდე მოახდენს.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია პერმიდან თბილისის მიმართულებით რეისებს უკვე ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ  გასული წლის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში პერმიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს ავიაკომპანია UVT Aero ასრულებდა.