უკრაინული “ლოუკოსტერი” SkyUp Airlines-ი, ზამთრის სანავიგაციო პერიოდში, ხარკოვი-ქუთაისი-ხარკოვის მიმართულებაზე ბილეთების რეალიზაციის დაწყების შესახებ აცხადებს. როგორც ხარკოვის საერთაშორისო აეროპორტში განმარტავენ, ზამთრის პერიოდში საქართველოში დასვენება ისევე მიმზიდველია, როგორც ზაფხულის ტურისტულ სეზონზე.
აეროპორტში ამბობენ, რომ ზამთარში საქართველოში რბილი კლიმატია. “საქართველო სამოთხეა ზამთრის სპორტის სახეობებისთვის, სადაც 5 სამთო-სათხლამურო კურორტია”, აღნიშნულია ინფორმაციაში, რომლითაც ხარკოვის საერთაშორისო აეროპორტი SkyUp Airlines-ის მგზავრებს საქართველოში ჩამოსკვლისკენ მოუწოდებს.
ზამთრის სანავიგაციო პერიოდში ხარკოვი-ქუთაისის მიმართულებაზე SkyUp Airlines-ი კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს განახორციელებს ოპერირებას. ბილეთის ფასი 1645 გრივნადაა.