ავიაკომპანია Myway Airlines-მა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტრენინგ ცენტრის მენეჯმენტს უმასპინძლა.

ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა, იგორ აფციაურმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ დელეგაციის წევრებს, კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე მხარეებმა, ქვეყანაში საავიაციო ინდუსტრიის განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.