უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა უნგრულ დაბალბიუჯეტიან გადამზიდველ Wizz Air-ს სველი ლიზინგით ერთი თვითმფრინავი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე რუმინეთის საავიაციო ვებგვერდმა boardingpass-მა გაავრცელა.
მათივე თქმით, ეს არის Boeing 737-700NG (UR-SQO), რომელიც სოფიაში (ბულგარეთი) იმყოფება.
SkyUp Airlines-მა ოდნავ შეასწორა რუმინეთის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. „ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ ინფორმაცია, რომ მათთან ვმუშაობთ 1-ლი ივლისიდან”.
„საინტერესოა, რომ Wizz Air-ს არასოდეს ჰყოლია ფლოტში Boeing, მხოლოდ Airbus-ი“, – თქვა საავიაციო ბლოგერმა მაქსიმ შახალოვმა.