უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა ანტალიის აეროპორტში თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების ხაზის გახსნა.

ამისთვის ავიაკომპანიამ მიიღო უკრაინისა და თურქეთის საავიაციო მარეგულირებლების თანხმობა, რის შემდეგაც მან ბორისპოლის აეროპორტის სადგურიდან აღჭურვილობა და პერსონალი ანტალიაში გადაიყვანა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თურქეთში SkyUp Airlines-ის მიერ გახსნილ ტექნიკური მომსახურების სადგურში 41 უკრაინელი სპეციალისტი მუშაობს. ისინი ექსკლუზიურად SkyUp Airlines-ის თვითმფრინავებს მოემსახურებიან.

უკრაინული ავიაკომპანია ანტალიაში სამ Boeing 737-ს დამოუკიდებლად მართავს, აგვისტოს ბოლოსთვის ეს რიცხვი ოთხ ერთეულამდე გაიზრდება, შემოდგომაზე – ექვს ერთეულამდე.

„ჩვენი ტექნიკოსების შესაძლებლობა, გააგრძელონ მუშაობა ომში, აუცილებელია, რომ შეინარჩუნონ საჭირო გამოცდილება და მათი თვითმფრინავების ტექნიკური სერტიფიკატები, და ასევე არის შანსი, რომ შევინარჩუნოთ ქვეყნის პროფესიული პოტენციალი ჩვენი გამარჯვების შემდეგ უკრაინის საავიაციო ინდუსტრიის აღორძინებისთვის. “- განაცხადა SkyUp Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი სეროუხოვმა.

საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ხაზის შენარჩუნებას შეიძლება ეწოდოს “მარტივი”. ამ დროისთვის ავიაკომპანია არ ხსნის თვითმფრინავს სერვისიდან. ტექნიკოსები ინარჩუნებენ თვითმფრინავს კარგ მდგომარეობაში, ავსებენ ძრავებს ზეთით, ზეთით პოხავენ საჭირო მექანიზმებს, ცვლიან ფილტრებს და აფიქსირებენ მცირე დეფექტებს. ამ ტიპის მოვლა ჩვეულებრივ არ საჭიროებს ანგარის გამოყენებას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ SkyUp Airlines-მა გაააქტიურა თითქმის მთელი ფლოტი ევროპის გარშემო ფრენებისთვის. ავიაკომპანია თავის ცხრა თვითმფრინავს, ეკიპაჟის ჩათვლით, იჯარით აძლევს სხვა ავიაკომპანიებს. ამ ტიპის იჯარას ეწოდება სველი ლიზინგი.

აგვისტოში SkyUp-ის თვითმფრინავები იჯარით იქნა მიღებული Air Albania-ს, Corendon Airlines-ის, Tailwind Airlines-ის, Smartwings Slovakia-ს, Smartwings-ის, Freebird Airlines-ისა და კიდევ Wizz Air-ის მიერ.