საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის შვილობილი Turkish Cargo მთლიანი ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისით ევროპაში პირველ ადგილზეა.

THY-ის პრესსამსახურის ცნობით, Turkish Cargo-მ მსოფლიოს ტვირთმზიდებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა.

„Turkish Cargo, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი საჰაერო სატვირთო გადამზიდავის ბრენდი მსოფლიოში, აგრძელებს წვლილის შეტანას გლობალური მიწოდების ჯაჭვში და ამით ხელს უწყობს ინდუსტრიის განვითარებას. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი როლის თამაში გლობალური ვაჭრობის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში. განუწყვეტლივ მივისწრაფვით ჩვენი მიზნისკენ, რომ 2025 წლისთვის გავხდეთ მსოფლიოში საჰაერო ტვირთების ტოპ სამ ბრენდში“, – განაცხადა Turkish Airlines-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ აჰმედ ბოლატმა.