უკრაინულმა “ლოუქოსტერმა” SkyUp Airlines-მა თავისი ოთხივე უმსხვილესი Boeing 737-900ER ესტონეთში შესანახად გაგზავნა. ამ გზით ავიაკომპანიას სურს ზამთრის სანავიგაციო სეზონის დროს, როდესაც მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით ეცემა, ეკონომიკური ეფექტურობა გაზარდოს.

SkyUp Airlines-ის ავიაპარკიდან Boeing 737-900ER 215 მგზავრზეა გათვლილი და მათ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ყველაზე პოპულარულ მარშრუტებზე ფრენისთვის იყენებდა.

მიმდინარე ზამთრის სეზონზე, ფლოტიდან დროებით “ამოღებული” Boeing 737-900ER-ების შემდეგ, ავიაკომპანია ოპერირებას 11 საჰაერო ხომალდით მოახდენს.  საუბარია ორ ერთეულ 149 ადგილიან Boeing 737-700-ზე და 9 ერთეულ 189 ადგილიან Boeing 737-800-ზე.

იმავდროულად SkyUp Airlines-ი მოლდოვური ავიაკომპანია FlyOne-დან სველი ლიზინგით აღებულ საჰაერო ხომალდს ფორსმაჟორულ სიტუაციებში გამოიყენებს. ის იქნება როგორც სათადარიგო თვითმფრინავი, მაგალითად, თუ კომპანიის ერთ-ერთი Boeing წყობიდან გამოვა.

SkyUp Airlines-ი ავიაპარკში Boeing 737-900ER-ის დაბრუნებას 2022 წელს, ფრენებზე მოთხოვნის დაბრუნებისთანავე პროგნოზირებს. 

აღსანიშნავია, რომ SkyUp Airlines-ის მომავალი წლის გეგმები ითვალისწინებს ავიაპარკში თვითმფრინავების რაოდენობის ზრდას 11-დან 15-მდე და ასევე ფლოტის 22 თვითმფრინავამდე გაზრდის. ავიაკომპანიამ აღნიშნა, რომ ეს რიცხვი არ არის საბოლოო და შეიძლება გადაიხედოს ბაზრის სიტუაციიდან გამომდინარე.