ბელგიურმა ავიაკომპანია Air Belgium-მა ვაკანსიები გამოაქვეყნა, საიდააც ირკვევა, რომ ავიაკომპანია Boeing 747-8F-თვის პილოტებს ეძებს. განცხადების თანახმად, Air Belgium-ი აპირებს, რომ ამ ტიპის საჰაერო ხომალდები ფლოტში 2022 წლის დასაწყისში შეიყვანოს. 

მოსალოდნელია, რომ Air Belgium-მა B747-8F გამოიყენოს ფრანგული კონტეინერების გადამზიდავი CMA CGM-ის ინტერესებით, რომელთანაც ავიაკომპანიამ უკვე გააფორმა კონტრაქტები და რომლისთვისაც დაფრინავს Air Belgium-ის ოთხი ერთეული A330-200F. ამ დროისათვის უცნობია, Air Belgium-ი რამდენ სატვირთო 747-8F-ს დაიმატებს.