უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა, რომელიც “ლოუკოსტერ” სეგმენტშიც ოპერირებს, თანამშრომელთა რაოდენობა თითქმის 29-ჯერ გაზარდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 2018 წელთან შედარებით, წელს ავიაკომპანიამ თანამშრომელტა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. თუ კი 2018 წელს ავიაკომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა 17 იყო, დღეისათვის უკვე მათი რიცხვი 488-მდეა გაზრდილი.

ამ ერთი წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ გაზარდა ასევე ავიარეისების რაოდენობაც. დღეისათვის კომპანია 47 რეისს ასრულებს, საიდანაც 31 რეგულარულია.