ამერიკული ავიაკომპანია Spirit Airlines-ის თვითმფრინავში, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინას შტატიდან ნიუ-ჯერსის შტატის მიმართულებით მიფრინავდა, ღამურა აღმოაჩინეს, წერს Independent-ი.

ცხოველი საჰაერო ხომალდში თვითმფრინავის აფრენიდან 1.5 საათის შემდეგ შენიშნეს. ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ბორტზე ვიდეოც გადაიღო, სადაც კარგად ჩანს როგორ ყვირის შეშინებული ხალხი და ღამურასგან თავის დაცვას ხელების აფარებით ცდილობენ.

ერთ-ერთი მგზავრი ღამურას საპირფარეშოშიც კი დაემალა. საბოლოოდ ღამურა დაიჭირეს და “დაპატიმრებული” ცხოველი თვითმფრიავის აეროპორტში დაჯდომისას საჰაერო ლაინერიდან გაიყვანეს.