უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა რეგულარულ რეისებზე მგზარებისთვის წყლის უფასოდ მიწოდება შეწყვიტა.
როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ამიერიდან მგზავრმა ბოთლში ჩამოსხმული წყალი უნდა იყიდოს ან სთხოვოთ ბორტგამცილებელს ჭიქით უფასო წყალი მიაწოდოს.
თუმცა მგზავრთა ნაწილი ამბობს, რომ ბორტგამცილებელი მგზავრებს წყალს უფასოდ არ აწვდის და მისი შეძენისკენ მოუწოდებს.
ავიაკომპანიის მიერ სერვისებში ცვლილებების შეტანამდე ბორგამცილებელი წყალს ურიკით ატარებდა და მსურველებს აწვდიდა. თუმცა ამიერიდან აღნიშნული სერვისი მხოლოდ ჩარტერულ რეისებზე დარჩება.
SkyUp Airlines-მა რეგულარულ ფრენებზე სერვისის ცვლილება ახსნა იმით, რომ ეს საშუალებას მისცემს ოპტიმიზებულიყო მგზავრთა მომსახურების დრო და დაჩქარებულიყო ფასიანი მენიუდან შეკვეთების გაცემის პროცესი.