დეკემბერში საქართველოს საჰაერო სივრცის 37,14%-ით ნაკლები გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდელ არსებულ პერიოდში. როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2021 წლის დეკემბერში საქართველოს საჰაერო სივრცის 7 345-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 65,76%-ით მეტია 2020 წლის დეკემბრის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 37,14%-ით ნაკლები 2019 წლის დეკემბრის მაჩვენებლებთან.

2019 წლის დეკემბერში საქართველოს საჰაერო სივრცეში 11 684 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის დეკემბერში კი 4 431 გადაფრენა.