2021 წლის დეკემბერში 2019 წლის დეკემბერთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 4,97%-ით გაიზარდა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2021 წლის დეკემბერში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 2 219,063 ტონა შეადგინა, 2020 წლის დეკემბერში კი 2 015,893 ტონა.

შესაბამისად საანგარიშო პერიოდში ტვირთბრუნვა 10,08%-ითაა გაზრდილი.

2021 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის დეკემბერში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით ზრდა 4,97%-ა. 2019 წლის დეკემბერში აეროპორტმა 2 114,064 ტონა ტვირთი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.