უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ SkyUp Airlines-მა საკუთარ ფლოტს Boeing 737-800 დაამატა, რომელიც 20211 წელსაა გამოშვებული. ხომალდი, რომლის სარეგისტრაციო ნომერია UR-SQM 189 მგზავრზეა გათვლილი და შემოდგომაზე SkyUp-ის კორპორაციულ ფერებში შეიღებება. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, ახალი SkyUp Airlines-ი ახალი ბორტით ევროპაში ფრენებს საერთაშორისო რეისებზე განახორციელებს, ხოლო როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდება უკრაინის საჰაერო სივრცეშიც გამოჩნდება.
SkyUp Airlines-ის მიერ ამჟამად ოპერირებადი ფლოტი შედგება 2 ერთეული Boeing 737-700 NG-გან და 10 ერთეული Boeing 737-800 NG-გან.
ავიაკომპანიის ცნობით, UR-SQM-ის სალონი დამზადებულია Boeing SkyInterior-ის კონფიგურაციაში, თანამედროვე Geven სავარძლებით.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის SkyUp Airlines-ის 10 თვითმფრინავი ევროპაში სხვა ავიაკომპანიებისთვის სველი ლიზინგის პირობებში დაფრინავს.
გავრცელებული ინფორმაციით, SkyUp Airlines-ი მუშაობს შვილობილი ავიაკომპანიის SkyUp MT-ის ევროკავშირში რეგისტრაციაზე.