უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა მგზავრთნაკადი 24%-ით გაზარდა და 2023 წელს 1,546 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა.
SkyUp Airlines-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული შეტყობინების თანახმად, ავიაკომპანიამ გასულ წელს 53 ქვეყანაში 664 მარშრუტზე 10 528 ათასი რეისი შეასრულა, რაც 36%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.
ყველაზე მეტი ფრენა SkyUp Airlines-ის თვითმფრინავებით განხორციელდა კიშინიოვის აეროპორტიდან – 2 ათასი რეისი, რეისების რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზეა ეგვიპტე – 1 685 რეისი, თურქეთი – 1 219 რეისი, ტუნისი – 675 რეისი რეისი, რუმინეთი – 556 რეისი.
ირკვევა, რომ 2023 წელს ავიაკომპანია ACMI კონტრაქტების ფარგლებში თანამშრომლობდა შემდეგ კომპანებთან: Tunisair, FlyOne, HiSky SRL, HiSky Europe SRL, Wizz Air Malta, Wizz Air Abu Dhabi, Corendon Dutch, Tailwind Airlines და FlyEgypt.
„ტურბულენტური 2022 წლის შემდეგ, 2023 წელი გახდა ავიაკომპანიის მუშაობის სტაბილიზაციის წელი. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ ACMI კონტრაქტების მოცულობა და მოვხვდით ევროპის 20 ყველაზე პოპულარულ ავიაკომპანიის ჩამონათვალში. ასეთმა შედეგებმა მოგვცა საშუალება შეგვენარჩუნებინა პროფესიონალთა გუნდი, რაც ახლა რეალურად არის უკრაინის სამოქალაქო ავიაციის სამომავლო აღდგენის გასაღები“, – განაცხადა SkyUp-ის აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი სეროუხოვი მესიჯში.
მისი მტკიცებით, 2024 წელს ავიაკომპანია გააგრძელებს პოზიციების განმტკიცებას ACMI კონტრაქტებსა და ჩარტერულ ბაზრებზე.
SkyUp Airlines-მა 2023 წელს სახელმწიფოს ბიუჯეტში გადასახადების სახით თითქმის 200 მილიონი UAH გადარიცხა.