Emirates-მა განაცხადა, რომ აპირებს 2024 წლისთვის სალონის 5000 ეკიპაჟის წევრი დაიქირაოს. ცნობილია, რომ გადამზიდავი მალე თავისი ფლოტის ახალი Airbus A350-ებით შევსებას გეგმავს.
Emirates-ის რეკრუტინგი გათვლილია მათთვის, ვინც აპირებს შესვლას ან ახლახან შევიდა შრომის ბაზარზე. ისინი დასძენენ, რომ ელიან გუშინდელი კურსდამთავრებულების რეზიუმეებს სტაჟირებაზე, ასევე მათ, ვისაც აქვს დაახლოებით ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება მასპინძლობის სფეროში ან მომხმარებელთა მომსახურების სხვა სფეროებში. კანდიდატები თავისუფლად უნდა ფლობდნენ ინგლისურს.
ახლად დაქირავებული სალონის ეკიპაჟი რვაკვირიან სტაჟირების კურსს გაივლის Emirates-ის ბაზაზე დუბაიში.
სხვათა შორის, ავიაკომპანიის ეკიპაჟის წევრები ამჟამად 140-ზე მეტ ეროვნებას წარმოადგენენ და სულ 130 ენაზე საუბრობენ.
გასული წლის შუა რიცხვებიდან Emirates-მა დაიწყო A350 თვითმფრინავების მიღება და 2025 წლიდან კომპანიაში Boeing 777-X-საც ელოდებიან. ამჟამად ფლოტში 65 ერთეული A350 თვითმფრინავია.
2023 წელს ავიაკომპანიამ დაიქირავა 8000 ბორტგამცილებელი და ჩაატარა რეკრუტირება 353 ქალაქში. 2023 წლის აგვისტოში ავიაკომპანიის ბორტგამცილებელთა რაოდენობამ 20000-ს გადააჭარბა და ახლა 21500-ს შეადგენს.