კომპანია AirHelp-მა ​უახლესი „საუკეთესოების“ რეიტინგი წარმოადგინა. ჩვენ გეტყვით, რომელმა ავიაკომპანიებმა და აეროპორტებმა მიაღწიეს მწვერვალს.
მსოფლიოში ყველაზე საუკეთესოები Qatar Airways-ი და Muscat International Airport-ი აღმოჩნდნენ. ევროპაში კი საუკეთესოს სტატუსი Eurowings-მა და Bilbao Airport-მა მოიპოვეს. ისინი ყველა აღიარებული არიან საუკეთესოდ სერვისის მიწოდებისთვის და გრაფიკის დაცვისთვის (რაც შეიძლება საუკეთესოდ).
AirHelp-ის მიხედვით ტოპ ავიაკომპანიები ასე გამოიყურება:
  •  Qatar Airways,
  •  Eurowings,
  •  LOT Polish Airlines,
  •  Etihad Airways,
  • ​​​​​​​ All Nippon Airways.
ტოპ აეროპორტები:
  •  Muscat International Airport,
  • ​​​​​​​ Recife / Guararapes – Gilberto Freyre International Airport,
  • ​​​​​​​ Cape Town International Airport,
  • ​​​​​​​ Brasília–Presidente Juscelino Kubitschek International Airport,
  • ​​​​​​​ Doha Hamad International Airport.
AirHelp არის კომპანია, რომელიც იცავს მოგზაურებს. ის სთავაზობს დახმარებას კომპენსაციის მიღებაში მათთვის, ვისი ფრენები გადაიდო ან გაუქმდა.