უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა საკუთარი მე-15 საჰაერო ხომალდი ავიაკომპანიის კორპორატიულ ფერებში დასაბრენდად ქალაქ კაუნასში გააგზავნა. ახალ ფერებში გადაღებული საჰაერო ხომალდი რამდენიმე დღეში უკვე უკრაინაში იქნება. ახალი ხომალდი უკრაინის სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რეესტრში უკვე ირიცხება (UR-SQQ). 

Boeing 737-800 2006 წელსაა გამოშვებული და თვითმფრინავით ავიაკომპანიები Air India Express-ი და Air Transat-ი სარგებლობდნენ. 

დღეისათვის SkyUp Airlines-ის ავიაპარკი 14 საჰაერო ხომალდ აერთიანებს.