უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. როგორც AviaNews-ს საქართველოში SkyUp Airlines-ის გენერალურ აგენტ კომპანია “ავიაქსელში” განუცხადეს, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე SkyUp Airlines-ი ფრენებს კიევი-თბილისი-კიევი და კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებაზე შეასრულებს. კიევსა და თბილისს შორის SkyUp Airlines-ი ოპერირებას ყოველდღიურად, ანუ კვირაში 7 სიხშირით განახორციელებს, ხოლო კიევსა და ბათუმს შორის კვირაში 2 სიხშირით.
ავიაკომპანიის საიტზე კიევსა და თბილისს შორის ცალმხრივი ბილეთის შეძენა 66 დოლარიდანაა შესაძლებელი, ხოლო კიევსა და ბათუმს შორის კი 69 დოლარიდან.