2021 წლის 1-ლი იანვრიდან 15 ივნისამდე პერიოდში Boeing-ის სხვადასხვა დეტალების ონლაინ-გაყიდვებმა 1 მლრდ დოლარი შეადგინა. ეს არის, კალენდარული წლის განმავლობაში, უმოკლეს დრო ასეთი ნიშნულის მისაღწევად. წინა წლებში ანალოგიური მაჩვენებელი მიღწეული იყო არა უადრეს მესამე კვარტლისა. 

იმისდა მიუხედავად, რომ 1 მლრდ დოლარი მოიცავს სათადარიგო ნაწილების მიწოდებას თავდაცვის სექტორში და ასევე ბიზნეს ავიაციაში, გაყიდვების უმეტესი ნაწილი მაინც სამოქალაქო ავიაციაზე მოდის, განმარტავენ Boeing-ში.

Boeing-ის ონლაინ-გაყიდვების ბიზნესი სახელწოდებით Boeing Distribution Inc. (ყოფილი Aviall) უზრუნველყოფს წვდომას პროდუქციის ყველა ხაზზე, მათ შორის 16 მილიონზე მეტ ნაწილზე. 

Boeing-ში აცხადებენ, რომ გაფართოებულმა ინტერნეტ კატალოგმა ახალი ელექტრონული კომერციის ინსტრუმენტების გამოყენებით მნიშვნელოვანი გავლენა იქონია 2021 წელს გაყიდვების ზრდაზე.