გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა Puma-ს სპორტული ფეხსაცმელი ბორტგამცილებელთა უნიფორმის ელემენტად აქცია.
ავიაკომპანიის თანამშრომლებმა სპეციალური ფეხსაცმლის მოდელი მიიღეს – მას თეთრი ფერი და ენაზე Eurowings-ის ფერადი ლოგო აქვს.
ბორტგამცილებელს შეუძლია ატაროს გაცემული სპორტული ფეხსაცმელი ოფისში ან როდესაც ისინი პირად საქმეზე მიდიან.
თვითმფრინავის ბორტზე ასეთი ფეხსაცმლის ტარება ბორტგამცილებლებს მხოლოდ კვირაში ერთხელ – პარასკევს შეეძლებათ. ამ დღეებს Eurowings-ში „Sneaker Flydays“ ეწოდა.
პირველად ევროპაში ბორტგამცილებელთა ფორმას სპორტული ფეხსაცმელი უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა დაამატა. 2021 წელს ავიაკომპანიამ დაიწყო Nike-ის სპორტულ ფეხსაცმელების გაცემა ბორტგამცილებლებისთვის, რომელთა ტარება ნებისმიერ ფრენაზე შეიძლებოდა.
როგორც SkyUp Airlines-ში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება დადებითად აისახა პერსონალის კეთილდღეობაზე, რომელსაც ფეხზე მდგომებს დიდი დროის გატარება უწევთ.