უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ის საჰაერო ხომალდი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს საჰაერო სივრცეს უბრუნდება. SkyUp Airlines-ი თვითმფრინავით ამაღამ რეისს ავიაკომპანია Air Moldova შეასრულებს. როგორც ირკვევა Air Moldova ერთ-ერთ ბორტს ტექნიკური პრობლემა შეექმნა შეექმნა და კომპანია იძულებული გახდა SkyUp Airlines-გან ბორტი სველი იჯარით აეღო და სხვადასხვა მიმართულებებზე გაეშვა.
შესაბამისად Air Moldova-ს რეისს თბილისის მიმართულებით SkyUp Airlines-ის საჰაერო ხომალდი შეასრულებს, რაც ამ კომპანიისთვის საქართველოში რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებად მიიჩნევა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ SkyUp Airlines-მა საკუთარი ბორტები სველი იჯარით გასცა და ასე ახერხებს საკუთარი თანამშრომლების შენახვას.
ცნობილია ისიც, რომ SkyUp Airlines-ი ევროპაში შვილობილი ავიაკომპანიის შექმნაზე მუშაობს.
როგორც ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი რამდენიმე კვირის უკან ამბობდა, ეს იქნება არა მხოლოდ SkyUp Airlines-ის წარმომადგენლობითი ოფისი, არამედ ცალკე იურიდიული პირი საკუთარი სერთიფიკატებითა და ლიცენზიებით, თვითმფრინავებითა და პერსონალით.
გარდა ამისა, SkyUp Airlines-ი გეგმავს ფრენების დაწყებას ახალი ტუროპერატორისთვის Join UP! Romania. ფრენები განხორციელდება პოპულარული მიმართულებებით: ეგვიპტე, თურქეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, პორტუგალია.