Ural Airlines A320 ტიპის საჰაერო ხომალდს ირკუტსკის აეროპორტში დაშვების შემდეგ, დასაფრენ ბილიკთან შეხებისას საბურავი გაუსკდა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
აღსანიშნავია, რომ რუსული ავიახაზებისთვის დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, თვითმფრინავის საბურავის შესაკეთებლად სათადარიგო ნაწილების მოძიება უკიდურესად გართულდება.