SkyUp Airlines-ი მიმდინარე წელს ორ ერთეულ Boeing 737 MAX 8-ს ვეღარ მიიღებს და ამ ფონზე 2020 წელს ავიაკომპანია ოპერირებას ნაცვლად 14 თვითმფრინავისა 12 საჰაერო ხომალდით მოახდენს. 

როგორც avianews-ს ავიაკომპანიაში განუცხადეს, პირველი Boeing 737 MAX 8-ის მიღებას მაის-ივნისში გეგმავდნენ, თუმცა აღნიშნული ტიპის ლაინერებს ფრენების განხორციელების უფლება ამ დრომდე არ აღუდგინეს. 

მიუხედავად ამისა, SkyUp Airlines-ში ამბობენ, რომ ყველა დაანონსებული რეგულარული რეისი გაწერილი განრიგის მიხედვით განხორციელდება 

დღეისათვის SkyUp Airlines-ის ავიაფლოტი 10 საჰაერო ხომალდს აერთიანებს და გაზაფხულის ბოლომდე კიდევ ორ თვითმფრინავს დაიმატებს, რომელთაც ლიზინკით აიღებს.