უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი წლის ბოლომდე ავიაფლოტს კიდევ 2 საჰაერო ხომალდს შემატებს, რის შედეგადაც კომპანიის ფლოტში თვითმფრინავების რაოდენობა 14-მდე გაიზრდება. საწყის ეტაპზე SkyUp Airlines-ში ფიქრობდნენ, რომ 2021 წელს 13 საჰაერო ხომალდით დაასრულებდა, თუმცა საზღვრების გახსნის და ფრეებზე მოთხოვნის ზრდის ფონზე ავიაკომპანიამ გეგმებს გადახედა და კიდევ უფრო მეტი გაფართოება დაგეგმა, შედეგად წლის ბოლოსთვის ავიაპარკს 2 ერთეული Boeing 737-800 დაემატება.
ცნობილი ხდება ასევე, რომ SkyUp Airlines-ი სველი ლიზინგით იღებს ასევე მოლდოვის ავიაკომპანია Flyone-ს Airbus A320-ს, რაც ფაქტობრივად უკვე მე-13 დროებითი თვითმფრინავია ავიაკომპანიის ფლოტში და ამით აზღვევს უკრაინულ ავიაკომპანიას გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში.
ხოლო რაც შეეხება საკუთარ მე-13 ხომალს, რომელიც Boeing 737-800 ტიპისაა 2012 წელსაა გამოშვებული და უკრაინაში მისი სარეგისტრაციო ნომერი UR-SQO იქნება. აღნიშნული ხომალდი აქამდე თურქეთის რეესტრში ირიცხებოდა და მისი მფლობელი Pegasus Airlines-ი იყო.
რაც შეეხება რიგით მე-14 ბორტს, რომელიც ასევე Boeing 737-800-ია 2006 წელაა გამოშვებული და სამომავლოდ მისი უკრაინული რეგისტრაციის ნომერი UR-SQP იქნება. აღნიშნული ხომალდით Sunwing Airlines-ის სარგებლობდა. ორივე ხიმალდის სალონი 189 სავარძელზე იქნება გათვლილი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს SkyUp Airlines-მა ერთი ერთეული Boeing 737-900ER უკვე მიიღო, რომელიც 215 მგზავრზეა გათვლილი.
მაშ ასე, ამ დროისათვის SkyUp Airlines-ის ავიაპარკი 2 ერთეულ 149-ადგილიან Boeing 737-700-ს, 6 ერთეულ 189-ადგილიან Boeing 737-800-ს და 4 ერთეულ 215-ადგილიან Boeing 737-900ER-ს აერთანებს.