ბულგარეთი ქართველი ტურისტებისათვის დაიკეტა. ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით,  29 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, შეიცვალა ბულგარეთში საქართველოდან შესვლის რეგულაცია.

საქართველო იმყოფება “წითელ ზონაში”, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბულგარეთის რესპუბლიკაში შესვლა აკრძალულია, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

თუ საქართველოს მოქალაქეს აქვს ბულგარეთის რესპუბლიკაში ბინადრობის დროებითი, გრძელვადიანი ან მუდმივი უფლება; ან არის ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქის/ბინადრობის უფლების მქონე პირის ოჯახის წევრი;

თუ მოქალაქე არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და ქვეყანაში ვიზიტი უკავშირდება მათი პროფესიული საქმიანობის წარმოებას;

თუ მოქალაქე აწარმოებს საქმიანობას, რომელიც უკავშირება სამედიცინო საშუალებებისა და ტექნიკის გადაზიდვა-მიწოდებას;

თუ მოქალაქე ქვეყანაში შედის სასოფლო-სამეურნეო და ტურიზმის სფეროში საქმიანობის გასაწევად (აღნიშნულის შესახებ შესაბამისი მოწვევისა და თანხმობის ქონის შემთხვევაში);

თუ მოქალაქე ქვეყანაში შედის ბულგარეთის მოქალაქეობის მისაღებად, აღნიშნულის შესახებ ბულგარეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანების და წერილის არსებობის შემთხვევაში;

თუ მოქალაქეს გააჩნია ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ან მოადგილესგან მიღებული ოფიციალური წერილობითი თანხმობა ქვეყანაში შემოსასვლელად.

პირები, რომლებიც აღნიშნულ გამონაკლისთა სიას მიეკუთვნებიან, აუცილებლად უნდა წარადგინონ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი სერტიფიკატი PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად.

ხოლო პირები, რომლებიც ბულგარეთის რესპუბლიკაში შემოვლენ მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი პასუხით, გაივლიან 10 დღიან თვითიზოლაციას.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ტრანზიტულად გავლა დაშვებულია, თუ კი ისინი დაასაბუთებენ, რომ ქვეყანას დატოვებენ შესვლიდან მოკლე ვადაში და მხოლოდ ტრანზიტის მიზნით შედიან მასში.

აღნიშნულ შემთხვევაში COVID-თან დაკავშირებული რაიმე საბუთის წარდგენა არ მოითხოვება.