უკრაინული დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი თბილისს, კიდევ ერთხელ, ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ასახელებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბერში SkyUp Airlines-მა 1027 რეისი შეასრულა და 143550 მგზავრს მოემსახურა. რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ მიმართულებას დეკემბერში, სხვა თვეების მსგავსად დუბაი, თბილისი და სტამბოლი დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს SkyUp Airlines-ი ფლოტის და ფრენების გეოგრაფიის ზრდას გეგმავს. გეგმის თანახმად, 2022 წელს SkyUp Airlines-ი საკუთარ ავიაფლოტში საჰაერო ხომალდების რაოდენობას 15-დან 22-მდე გაზრდის.