2021 წლის დეკემბერში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, ევროკავშირში კომერციული ფრენების რაოდენობა 130%-ით გაიზარდა. Eurostat-ის ცნობით, ზრდის მიუხედავად, ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით (2019 წლის დეკემბერი) 24%-ით დაბალია.

2021 წლის დეკემბერში ევროკავშირში  383 720 კომერციული ფრენა შესრულდა, 2020 წლის დეკემბერში – 166 990, 2019 წლის დეკემბერში კი – 504 270.

საჰაერო ტრანსპორტის ინდუსტრიაში 2021 წლის განმავლობაში აღდგენის ნიშნები შეინიშნებოდა. მიუხედავად 2021 წლის პირველ თვეებში დაფიქსირებული ნეგატიური ტენცენციისა: იანვარი (-68% 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით), თებერვალი (-73%), მარტი (-71%) და აპრილში (-70%), ვითარება გაუმჯობესდა მაისში (-67%), ივნისში (-54%) და აგვისტოში (-31%). სექტემბერში მცირე კლება დაფიქსირდა (-33%), ოქტომბრის (-30%), ნოემბრისა (-26%) და დეკემბრის (-24%) მაჩვენებლები კი ყველაზე ახლო იყო 2019 წელს, პანდემიამდე არსებულთან.

2021 წლის დეკემბერში კომერციული ფრენების ყველაზე დაბალი კლება ევროკავშირის ქვეყნებს შორის დაფიქსირდა ხორვატიაში (-6% 2019 წლის დეკემბერთან შედარებით), საბერძნეთსა (-8%) და კვიპროსზე (-9%). ამის საპირისპიროდ, ფრენები 40%-ზე მეტით შემცირდა მხოლოდ ჩეხეთსა და ავსტრიაში (ორივე -41%). დანარჩენებმა მესამედზე ნაკლები კლება დაფიქსირდა.

მთლიანობაში, 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით აღდგენის კუთხით ყველაზე პოზიტიური მაჩვენებელი საბერძნეთში (-29%), კვიპროსსა (-38%) და ლუქსემბურგში (-39%) დაფიქსირდა, ნეგატიური კი ირლანდიაში (-64%), სლოვენიასა და ჩეხეთში (ორივე -62%).