2019 წლის იანვარ-სექტემბერში უკრაინული “ლოუკოსტერი” SkyUp Airlines-ი 1.2 მლნ მგზავრს მოემსახურა.
AviaNews-ის ინფორმაციით, მხოლოდ სექტემბერში ავიაკომპანიამ 1029 რეისი განახორციელა და 168.9 ათასი მგზავრი გადაიყვანა. სექტემბერში განხორციელებული ავიარეისებიდან 564 რეგულარული, ხოლო 465 ჩარტერული რეისი იყო. შესაბამისად მგზავრთა პროცენტული გადანაწილება ასე გამოიყურება: 54,8%-ი და 45,2%-ი.
სექტემბერში SkyUp Airlines-მა უკრაინის აეროპორტებში რეისების 81%-ი დროულად შეასრულა, ხოლო 5%-ს შემთხვევაში დაგვიანების მაჩვენებელმა 1 საათზე მეტი შეადგინა.
სექტემბრის მონაცემებით, SkyUp Airlines-ის განხორციელებული ავიარეისებიდან კომპანია ყველაზე პოპულარულ, რეგულარულ, მიმართულებად ბათუმს, თბილისს, ბარსელონას, ალიკანტეს და ლარნაკას ასახელებს.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 9 თვეში SkyUp Airlines-ი საქართველოს აეროპორტებში 115 ათას 70 მგზავრს მოემსახურა და რეგულარული და ჩარტერული ავიარეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზრის 3%-ს ფლობს. 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებით კი SkyUp Airlines-ი საქართველოს ავიაბაზრის მხოლოდ 0%-ს ფლობდა. საანგარიშო პერიოდში ავიაკომპანია საქართველოს აეროპორტებში 4372 მგზავრს მოემსახურა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს SkyUp Airlines-ი 441 ათას მგზავრს მოემსახურა.