უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines 27 მაისიდან პოლონეთის ორი აეროპორტიდან რეგულარულ რეისებს შეასრულებს.

SkyUp-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავიაკომპანია ვარშავის შოპენის აეროპორტიდან (WAW) და კატოვიცეს აეროპორტიდან (KTW) რეისებს ლარნაკას (კვიპროსი), ჰერაკლიონის (საბერძნეთი) და ბურგასის (ბულგარეთი) მიმართულებით შეასრულებს.

„დადგა დღე – ჩვენ ვიწყებთ ფრენებს პოლონეთიდან. ახლა კი, თუ ეს თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება, თქვენ შეძლებთ ზღვაზე გამგზავრებას ვარშავიდან და კატოვიცედან“, – ნათქვამია SkyUp-ის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.

კომპანიის ვებგვერდზე ბილეთების ყიდვა უკვე შესაძლებელია. ბილეთის ფასი, ერთი გზა, 69-110 ევროა.

როგორც ცნობილია, 2025 წლის აპრილიდან SkyUp-მა რეგულარული რეისები დაიწყო კიშინიოვიდანშემდეგი მიმართულებით: პარიზი, ნიცა (საფრანგეთი), ლისაბონი (პორტუგალია), ბარსელონა, ალიკანტე და პალმა დე მალიორკა (ესპანეთი), ლარნაკა (კვიპროსი), ასევე სალონიკი, ათენი და ჰერაკლიონი (საბერძნეთი).

შემდგომში, ავიაკომპანიამ კიშინიოვიდან კიდევ სამი მიმართულება დაამატა – ივნისიდან ავიაკომპანია დაიწყებს რეისების შესრულებას ბერლინში (გერმანია), სტოკჰოლმში (შვედეთი) და პრაღაში (ჩეხეთი).

2024 წელს SkyUp-მა მგზავრთნაკადი 2023 წელთან შედარებით 61.6%-ით გაზარდა და 2.5 მილიონ მგზავრს მიაღწია.