უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი მსოფლიო ავიაკომპანიებს ღიად მიმართავს. როგორც ავიაკომპანიის მიმართვაშია აღნიშნული, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღიდან ყველა უკრაინელი საკუთარ ფრონტზე იბრძვის და ამ ფონზე ქვეყნის და ავიაკომპანიის დახმარება იქნება, იმ ავიაკომპანიებმა, რომელთაც ბორტების პრობლემა აქვთ SkyUp Airlines-ის საჰაერო ხომალდები სველი ლიზინგით აიღონ.
“ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია მათ, ვინც სამშობლოს იარაღის გარეშე იცავს, არის მუშაობის გაგრძელება. უკრაინული ბიზნესისთვის უმაღლეს პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს ოპერაციების გაგრძელება, რადგან ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა უკრაინას სჭირდება ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის დამატებითი რესურსების შესაქმნელად და ბრძოლით დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად.
ამიტომ ჩვენ, უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი მივმართავთ მსოფლიო საავიაციო ოჯახს, მხარი დაგვიჭირონ ჩვენ და უკრაინას ამ ბრძოლაში. ჩვენს ფლოტში გვყავს 15 საშუალომაგისტრალური Boeing-737, რომელთა საშუალო ასაკი 12 წელია. ისინი ყველა მზად არიან სამუშაოდ და ხელმისაწვდომია სველი ლიზინგისთვის.
ჩვენი თვითმფრინავის გამოყენებით, თქვენ დაგვეხმარებით ომის დროს ჩვენი ოპერატიული საქმიანობის გაგრძელებაში და სახელმწიფო ხაზინაში გადასახადების გადახდაში, დაზოგავთ 1300 თანამშრომელს და დაეხმარებით დაზარალებულ უკრაინელებს, რადგან ჩვენ ყოველ მეათე დოლარს ან ევროს გადავრიცხავთ ომის მსხვერპლთა დასახმარებლად.
თუ თქვენ წარმოადგენთ ავიაკომპანიას, რომელიც არ ახორციელებს ფრენებს რუსეთისა და ბელორუსის მიმართულებით და მზად ხართ თანამშრომლობისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: +380 67 238 0538 ან მოგვწეროთ o.tarasov@skyup.aero”, – აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.