უკრაინული “ლოუკოსტერი” SkyUp Airlines-ი რამდენიმე მიმართულებით რეისების დაგვიანების შესახებ აცხადებს. მიზეზად კი ავიაკომპანიაში 2 თვითმფრინავის გაუმართაობა სახელდება. როგორც SkyUp Airlines-ის Facebook-ის გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, დაგვიანებით შესრულდება კიევი-თბილისი-კიევისა და კიევი-ბათუმი-კიევის ავიარეისები.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის SkyUp Airlines-ის ავიაპარკი 8 საჰაერო ხომალდს აერთიანებს.