ბათუმის პოლიციის თანამშრომლებმა ავიაკომპანია Israir Airlines-ის რეისი შეაყოვნეს. მიზეზი ბორტზე ნაქურდალის აღმოჩენა გახდა.

პოლიციის ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქე საქართველოდან თელ ავივში ბრუნდებოდა და ბათუმის აეროპორტის Duty Free-ის ერთ-ერთ მაღაზიაში რამდენიმე მზის სათვალე მოიპარა. ეჭვმიტანილი დროულად აღმოაჩინეს და სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერების საფუძველზე მისი იდენტიფიცირებაც დროულად მოახდინეს.

რეისის განხორციელებამდე, მგზავრი პოლიციელებმა ნეიტრალურ ზონაში დააკავეს. ამის შემდეგ Israir-ის ბორტს ფრენის განხორციელების საშუალება მიეცა.