უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე მორიგ სპეცრეისს განახორციელებს. ივლისში მეორე სპეცრეისი 23 ივლისს შესრულდება.

“ჩვენ ისევ გიბრუნდებით შეპირებული სპეციალური რეისით:

სპეციალური რეისი თბილისი-კიევი საუკეთესო ფასად ‼️SkyUp Airlines

? მიმართულება:

✈️ თბილისი-კიევი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

☎️+995 32 2 999 888
?mail: info@avianet.ge”, აცხადებენ SkyUp Airlines-ის საქართველოს წარმომადგენლობაში, კომპანია “ავიაქსელში”.

აღსანიშნავია, რომ ივლისში SkyUp Airlines-ის პირველი სპეცრეისი 16 ივლისისთვისაა ჩანიშნული. ორივე რეისზე ბილეთები მხოლოდ თბილისი-კიევის მიმართულებაზე იყიდება.
ბილეთების შეძენამდე აუცილებლად გაეცანით საზღვრის კვეთის პროცედურებს და უკრაინაში შესვლის პირობებს. ინფორმაცია გადაამოწმეთ შესაბამის უწყებებში.

შეგახსენებთ, რომ SkyUp Airlines-მა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის გამო, საქართველოსა და უკრაინას შორის საერთაშორისო რეგულარული ფრენების შეზღუდვის შემდეგ 2 სპეცრეისი განახორციელა და უკრაინისა და საქარველოს მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნა.