უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 20 იანვრიდან ხელბარგის ნორმას ცვლის და ამიერიდან ის ბილეთის ტიპზე იქნება დამოკიდებული. დღეისათვის არსებული ხელბარგის ნორმაა: 55х40х20 სმ, რომელიც 7 კგ-მდე უნდა იყოს.
დამატებით მგზავრს ბორტზე ლეპტოპის, ქალის ან კაცის ჩანთის, ქოლგის, წიგნის და Duty Free-ში ნაყიდი პროდუქციის ატანის უფლებაც აქვს.
ახალი საბარგო პოლიტიკის მიხედვით კი მგზავრს SkyUp Airlines-ის ბორტზე 9 კგ-მდე ხელბარგის ატანის უფლება აქვს, თუმცა ზომები არ იცვლება: 55х40х20 სმ.
იმავე დროს ბორტზე დაშვებული საგნების სიიდან ამოირიცხა: ლეპტოპის, ქალის ან კაცის ჩანთის, ქოლგის, წიგნის და Duty Free-ში ნაყიდი პროდუქციის ატანა.
ავიაბილეთების სატარიფო გეგმა Basic-ის მგზავრებს ბორტზე მხოლოდ ერთი საგნის ატანის უფლება აქვთ. რაც შეეხება იმ მგზავრებს, რომლებიც Standard-ის სატარიფო გეგმით სარგებლობენ ბორტზე მეორე საგნის ატანის უფლებაც აქვთ ზომით 35х20х10 სმ, რომლის წონაც 5 კგ-მდე უნდა იყოს.
Flex-ის სატარიფო სქემით მოსარგებლე მგზავრებს კი ბორტზე შეუძლიათ აიტანონ დამატებითი ბარგი ზომით 55х40х20 სმ, რომლის წონაც 9 კგ-მდეა. ასევე ჩასაბარებელი ბარგის დასაშვები წონა 23 კგ-დან 32 კგ-მდე იზრდება.
მაშ ასე,
სატარიფო სქემა Basic მოიცავს: 9 კგ, 55х40х20 სმ.
სატარიფო სქემა Standard მოიცავს: 9 კგ, 55х40х20 სმ
+ 5 კგ, 35х20х10 სმ.
სატარიფო სქემა Flex მოიცავს: 9 კგ, 55х40х20 სმ
+ 9 კგ, 55х40х20 სმ.