უკრაინული ავიაკომპანია Skyup Airlines-ი თანამშრომლებს ეძებს. ავიაციის ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების მიუხედავად SkyUp Airlines-ი განვითარების სტრატეგიას აგრძელებს და გუნდის ახალი ეკიპაჟის დაკომპლექტებას იწყებს. 

როგორც ავიაკომპანიის პრესსამსახურში განმარტავენ, Skyup Airlines-ი ეძებს ხომალდის მეთაურებს, მეორე პილოტებს და ბორტგამცილებლებს.

“ამ ეტაპზე საავიაციო ინდუსტრია რთულ ეტაპს გადის. თუმცა, ჩვენ გვესმის, რომ ეს პერიოდი სამუდამოდ არ გაგრძელდება და ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი გუნდში საუკეთესო სპეციალისტები გავაერთიანოთ. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ ავტოპარკის გაზრდის გრძელვადიანი გეგმების შესახებ და ამიტომ ახალ სპეციალისტებს ვსაჭიროებთ. რა თქმა უნდა, თანამედროვე პირობებში ეს პროცესი ხანგრძლივი იქნება, მაგრამ ჩვენ წინასწარ ვემზადებით: 2021 წელს ჩვენ ტალანტების შერჩევას ვიწყებთ, რათა მომავალში მზად ვიყოთ ავიაკომპანიის სრულფასოვანი მუშაობის აღდგენისთვის”,- განაცხადა Skyup Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი სეროუხოვმა.

მათ ვისაც სურს Skyup Airlines-ის ​გუნდში მოხვდეს უნდა დაუკავშირდეს ავიაკომპანიას cv@skyup.aero, ან გამოიყენონ ავიაკომპანიის ვებგვერდზე სპეციალური ფორმა “კარიერა”.