ფოტოს ავტორი: Maria Che

უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი ბათუმის მიმართულებაზე ფრენებს ანახლებს. YanAir Airlines-ი კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების განხორციელებას 3 მარტიდან შეუდგება.

როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას YanAir Airlines-ი კვირაში 7 სიხშირით, ანუ ფრენებს ყოველდღიურად განახორციელებს.

ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ვეგ-გვერდზე.

გაითვალისწინეთ, რომ მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით.

გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია, მგზავრებმა მოგზაურობის დაგეგმვის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.