უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 2020 წელს ლიზინგით, 2 ერთეულ, ახალ, Boeing 737 MAX 8-ს მიიღებს.
ახალ საჰაერო ხომალდებს ავიაკომპანია საორიენტაციოდ, მაის-ივნისში ჩაიბარებს, თუ კი მანამდე FAA და EASA-ს აღნიშნული ტიპის თვითმფრინავების ოპერირებაზე დაწესებულ შეზღუდვებს მოხსნიან. თუმცა თუ კი FAA და EASA შეზღუდვებს არ მოხსნიან, მაშინ ახალი საჰაერო ხომალდების მიღება გაურკვეველი დროით გადაიწევს.
აღსანიშნავია, რომ ამ ორი Boeing 737 MAX 8-ს მიიღება კავშირში არ არის SkyUp Airlines-სა და Boeing-ს შორის 2018 წელს გაფორმებული მემორანდუმთან, რომლის მიხედვით ავიაკომპანიამ 2023-2024 წლებში 2 ერთეული Boeing 737 MAX 8 და 3 ერთეული Boeing 737 MAX 10 მიიღოს. ხოლო
2020 წელს SkyUp Airlines-ი აპირებს ასევე, რომ ლიზინგით აიღოს 2 ერთეული Boeing 737-900ER, რომელიც 2008 წელსაა გამოშვებული. არსებული გეგმის მიხედვით, “ლოუკოსტერი” ერთ თვითმფრინავს თებერვალ-მარტში მიიღებს, ხოლო აპრილში უკვე მეორეს.
ამ გეგმით კი 2020 წელს SkyUp Airlines-ის ავიაპარკი 14 საჰაერო ხომალდს გააერთიანებს.
SkyUp Airlines-ი ამ დროისათვის 9 ერთეულ საჰაერო ხომალდს აერთიანებს, ხოლო დეკემბრის ბოლომდე კომპანია ავიაპარკს კიდევ ერთ Boeing- დაიმატებს.
SkyUp Airlines-ის ბორტების საშუალო ასაკი 11.5 წელია.