რუსული ავიაკომპანია Aeroflot-ი საერთაშორისო ალიანსი SkyTeam ავიაკომპანიის ასოციაციისგან დროებით გასვლაზე შეთანხმდნენ. როგორც SkyTeam-ის პრესსამსახურში განმარტავენ, ავიაკომპანიასა და SkyTeam-ს შორის მოხდა შეთანხმება, რომლის შედეგადაც Aeroflot-ს SkyTeam-ში წევრობა შეუჩერდება.
შეგახსენებთ, რომ SkyTeam შედგება მსოფლიოს 19 უმსხვილესი ავიაკომპანიისგან, რომლებიც დაფრინავს 1036 მიმართულებით 17 ქვეყანაში. ეს არის ისეთი კომპანიები, როგორიცაა AirFrance, China Airlines, China Eastern, Delta, ITA Airways, KLM და სხვა.