ავიაბილეთების, სასტუმროებისა და ავტომობილების გაქირავების საძიებო სისტემა Skyscanner-მა ECO ინდიკატორი დაამატა, რომლის მიხედვითაც მგზავრებს ეკოლოგიური რეისების შერჩევა შეეძლებათ.
საიტზე სპეციალური ხატულა ECO-თი აღნიშნულია ის ავიარეისები, რომელზედაც ნახშირორჟანგის ემისია გაცილებით მცირეა.
ეკოლოგიური შეფასება Skyscanner-ზე მოიცავს რამდენიმე პარამეტრს, მათ შორისაა ლაინერის ტიპი და მისი ტექნიკური მაჩვენებლები, საწვავის ხარჯი, ავიარეისის ხანგრძლივობა, გადაჯდომების რაოდენობა და სხვა.
ასევე დაანგარშებულია CO2-ის გამოფრქვევა და მგზავრთა რაოდენობა ბორტზე.
როგორც ირკვევა, ყველაზე ECO მიმართულებებად მიიჩნევა ყველაზე ხანმოკლე მარშუტები, გადაჯდომების გარეშე – ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ თვითმფრინავი ყველაზე მეტ საწვავს სწორედ აფრენა/დაფრენისას ხარჯავს. ამაში დიდი როლს თამაშობს ასევე ლაინერის ასაკიც, რადგანაც შედარებით „ახალგაზრდა“ თვითმფრინავები 20%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარენ.